ეგვიპტის ერთ-ერთ სოფელში გაურკვეველი დაავადება გავრცელდა. ინფორმაციას ეგვიპტური მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის 1000 -მდე ადამიანია ინფიცირებული.
დაავადების გაურკვევლობამ გამოიწვია პანიკა და შიში მოსახლეობაში, ზოგიერთი მათგანი ფიქრობს სოფლის დატოვებაზე, რათა დაიცვას თავისი და მისი ოჯახი უცნობი დაავადებით დაინფიცირების ასპარეზზე.
ადგილობრივი მოსახლეობა ჯანდაცის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებს და ამბობენ, რომ დაავადების გავრცელების მიზეზი დასახლებაში ღია კანალიზაციის ჭებია და კოღოებმა გაავრცელეს.
დაავადების სიმპტომებს შორის არის სხეულის მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი და ძლიერი დაღლილობა. ადგილობრივ მედიაში გაჩნდა ვარაუდი, რომ ეს შეიძლება იყოს დენგეს ცხელების აფეთქება.