ინგლისელებს უყვართ ყველაფერი ძველი. დიდი ბრიტანეთის ყველაზე ძველი ქალაქის საპატიო ტიტული ერთხმად მიანიჭეს ქალაქ ეიმსბერის.
გულმოდგინე კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანები ამ ადგილას კომპაქტურად ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 8820 წლიდან ჩასახლდნენ. ისინი ქვის ხანის ადამიანები იყვნენ.
4300 წელს ამ ადგილას უკვე ცხოვრობდნენ საკმაოდ განვითარებული და ორგანიზებული ტომები. შესაძლოა, სწორედ მათ ეკუთვნით სახელგანთქმული, იდუმალებით აღსავსე მეგალოკური ძეგლი, სარიტუალო ადგილი – სტოუნჰენჯი. უკვე მოგვიანებით, როცა ბრიტანეთს რომი დაეპატრონა, ეიმსბერიში განთავსდა ლეგიონერების გამაგრებული ბანაკი.
ერთ–ერთი ვერსიით, ქალაქის სახელწოდება რომაული წარმოშობისაა. ერთი რომაული სარდლის სახელისგან – ამბროსია ავრელიანედან, რომელიც მეხუთე საუკუნეში ცხოვრებდა. ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ ინგლისში ყველაზე ძველ ქალაქად ტუტჩიემი იყო მიჩნეული, რომელიც, სხვათა შორის, ეიმსბერის ახლოსაა.
ავტორი