დღეს, ქალაქ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს მედპერსონალის ნაწილი შეკვეთილში, ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელთან შეიკრიბნენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ექიმები ივანიშვილთან შეხვედრას ითხოვდნენ. “ბატონო ბიძინა, მხოლოდ 10 წუთი!” _ ამ ლოზუნგით აპირებდნენ ექიმები ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, რომელიც არ შედგა.
ექიმი ბენო ჭელიძე ამბობს, რომ სურს ბიძინა ივანიშვილს კლინიკის ირგვლივ არსებულ პრობლემების შესახებ დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია. ექიმები ეჭვობენ, რომ დაწესებულების იჯარით გაცემას აპირებენ.