BBC– ის ინფორმაციით, რომის პაპმა განაცხადა, ეკლესიამ მეტი უნდა იმუშაოს იმ ადგილებში, სადაც მისი მისიის ფარგლებში „რწმენის ნაკლებობაა“.
„დღესაც კი არსებობს მრავალი გარემო, სადაც ქრისტიანული რწმენა აბსურდად ითვლება, როგორც სუსტებისა და უჭკუოებისთვის განკუთვნილი“, – უთხრა მან კარდინალებს.
ის დასძენს, რომ ის სფეროები, სადაც „ტექნოლოგიას, ფულს, წარმატებას, ძალაუფლებას ან სიამოვნებას“ უპირატესობას ანიჭებენ, „არის ის სფეროები, სადაც ჩვენი მისიონერული საქმიანობა არის საჭირო“.
ინფორმაციისთვის, ვატიკანში კარდინალებმა რომის ახალი პაპი გუშინ აირჩიეს.