ეკვადორში ადგილობრივი პარტიის ლიდერი მოკლეს. ის უკვე მეორე მოკლული პოლიტიკოსია ერთი კვირის განმავლობაში.
გავრცელებული ინფორმაციით, პედრო ბრაიონესი მოტოციკლზე მყოფმა შეიარაღებულმა პირებმა საკუთარ სახლში, ესმერალდას პროვინციაში, დახვრიტეს.
მისი მკვლელობა მოხდა მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ, რაც საპრეზიდენტო კანდიდატი ფერნანდო ვილავიცენციო მოკლეს დედაქალაქ კიტოში.
პოლიტიკოსების მკვლელობამ შეძრა ქვეყანა 20 აგვისტოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
ბრიონესი იყო მემარცხენე მოქალაქეთა რევოლუციის პარტიის ლიდერი ესმერალდასში.
პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა ლუიზა გონსალესმა განაცხადა, რომ ეკვადორი “ყველაზე სისხლიანი პერიოდს” გადის.
ყოფილმა პრეზიდენტმა რაფაელ კორეამ, რომელმაც დააარსა მოქალაქეთა რევოლუციის პარტია, დაწერა: “მათ მოკლეს კიდევ ერთი ჩვენი კოლეგა ესმერალდასში. საკმარისია!”
პოლიციას ჯერ არ გაუკეთებია ოფიციალური კომენტარი მკვლელობაზე, მაგრამ ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ორი შეიარაღებული მამაკაცი მოტოციკლით გაიქცა მას შემდეგ, რაც სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით ბრიონესს.
ჯერჯერობით უცნობია, რა შეიძლება ყოფილიყო მკვლელობის სავარაუდო მოტივი.