ცოლ-ქმარმა დაჩერებმა – ველური ბუნების კინოოპერატორმა ჯიმმა და ვაშინგტონის ზოოპარკის თანამშრომელმა ჯეიმიმ მგლების ხროვაში 6 წელი იცხოვრეს: აიდაჰოს უდაბურ ტყეში ისინი აკვირდებოდნენ მგლებს და ყოველივეს დეტალურად აღნუსხავდნენ.
“მგლები ცდილობენ ადამიანს მოერიდონ. ისინი ძალიან ჭკვიანები არიან. მათი გადაღება ახლო ხედით ძალიან ძნელია, ეს მხოლოდ მას შემდეგ შევძელით, რაც ხანგრძლივი თანაცხოვრების მერე ჩვენ შორის ურთYიერთობა დამყარდა. არასდროს ვუახლოვდებოდით, სანამ არ გვაგრძნობინებდნენ, რომ ჩვენთან ყოფნის წინააღმდეგნი არ იყვნენ – გვესალმებოდნენ, როგორც ხროვის წევრებს, წკმუტუნით გვილოკავდნენ სახეს და მერე თავის საქმეზე გარბოდნენ. არასდროს გვიცდია
დომინირება და მგლებიც არასდროს მოითხოვდნენ ჩვენგან, რომელიმეს დომინირება გვეღიარებინა”, – ამბობს ჯიმი.
“ოდესღაც ადამიანი და მგელი ერთად ცხოვრობდნენ და სწორედ მგლისგან მოვიდა ადამიანთან ძაღლი, რომელიც გვიცავდა და ნადირობაში გვეხმარებოდა. მე და ჯიმმა გამოვარკვიეთ, რომ ადამიანებს ახლაც შეუძლიათ მგლებთან თანაცხოვრება, თუ მათ უკეთ გავიცნობთ. ძალიან რთული იყო ცივილიზაციის ყველა სიკეთეზე უარის თქმა, რადიოც არ წაგვიღია. ზამთრობით ყველაფერი ორმეტრიანი თოვლით იყო დაფარული, დილით რომ ვიღვიძებდით, თმა სახეზე გვქონდა მიყინული, მაგრამ დრომ, რომელიც მათთან გავატარეთ, მოგვცა უნიკალური ცოდნა და გამოცდილება”, – ამბობს ჯეიმი.