საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან უერთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა, რომელმაც პენიტენციალური დაწესებულება რამდენიმე წუთის წინ დატოვა, ჟურნალისტებთან, ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შესახებ ისაუბრა.
როგორც თევდორაშვილმა აღნიშნა, ის შეეკითხა მამა გიორგის შიმშილობის შესახებ, მას კი კითხვის საპასუხოდ არ უთქვამს, რომ შიმშილობს.
”მე ვფიქრობ, რომ ის მკაცრად მარხულობს, ვიდრე შიმშილობს. ვკითხე და არ უთქვამს, რომ შიმშილობს. ელემენტარული ეკლესიური სწავლებაა, როცა ადამიანი განსაცდელშია, ის მკაცრად მარხულობს”, _ განაცხადა დეკანოზმა გიორგი თევდორაშვილმა.
მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ციხეში შესვლის მიზანი მისთვის ხარების დღესასწაულის მილოცვა და სულიერი ნუგეში იყო.