“ევროპული საქართველოს” წევრ ელენე ხოშტარიას პარლამენტმა სადეპუტატო უფლებამოსილების ხელფასი ჩაურიცხა, თუმცა, დეპუტატმა თანხა საკანონმდებლო ორგანოს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ პოლიტიკოსი თავის Facebook-ის გვერდზე წერს.
“პარლამენტმა, არ ვიმჩნევთ, რომ არ ხართო და ჩარიცხეს ხელფასი, რა მაგარი მოიფიქრეს: წამებში მიიღეს უკან”, _ წერს ელენე ხოშტარია.
ცნობისთვის, ოპოზიცია 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგეგებს არ აღიარებს და პარლმენტში შესვლაზე უარს ამბობს.