იაპონიაში მდებარე ქალაქ აომორიში მცხოვრებმა მკვლევრებმა მუშაობა თოვლისგან ელექტროენერგიის მიღების მეთოდებზე დაიწყეს.
აომორი ტოკიოდან 715 კილომეტრით ჩრდილოეთით მდებარე პატარა ქალაქია. ტყეების გარდა ქალაქი იმითაცაა ცნობილი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე თოვლიანი ადგილია. აქ ყოველწლიურად თოვლი საშუალოდ 8 მეტრამდე აღწევს.
აომორიში დაფუძნებული IT სტარტაპ „Forte“-ს მკვლევრებმა ელეტრო კომუნიკაციების უნივერსიტეტთან ერთად თოვლის პრობლემის საინტერესო გადაწყვეტა შემოგვთავაზეს.
ისინი ამტკიცებენ, რომ აომორის ჭარბი თოვლი შესაძლოა სუფთა ელექტროენერგიის წარმოებისთვის შეიძლება იქნეს გამოყენებული. მიტოვებული სკოლის შენობის საცურაო აუზში შესაბამისი ტექნოლოგიის გამოცდა უკვე დაიწყეს.
იაპონელი მეცნიერები დიდი რაოდენობით თოვლს გამოიყენებენ, რათა ამუშავონ ტურბინა, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. გარეთ არსებული ჰაერის ტემპერატურა თოვლის ირგვლივ არსებული ჰაერის ტემპერატურაზე უფრო მაღალია. მკვლევრები გათბობის მილების საშუალებით ცივ (თოვლიდან მიღებულს) და თბილ (გარეთ არსებულ) ჰაერს ტურბინაში არსებულ გამაგრილებელ სითხეს მიაწვდიან. ტემპერატურული განსხვავება კონვექციურ ნაკადს წარმოქმნის, რომელიც ტურბინას დაატრიალებს და ელექტროენერგიას წარმოქმნის.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მეცნიერები თოვლისგან ელექტროენერგიის მიღებას ცდილობენ. 2019 წელს კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა წარმოადგინეს მოწყობილობა, რომელსაც თოვის პროცესში ენერგიის გამომუშავება შეეძლო.
ავტორი