ცოტა ხნის წინ, იაპონელი მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ მავნე ნივთიერებების შემცველობა, რომლებიც კიბოს განვითარების რისკთანაა დაკავშირებული, ელექტრონულ სიგარეტში გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვეულებრივში.
მიუხედავად იმისა, რომ მწარმოებლები აცხადებენ: ელექტრონული სიგარეტი ნაკლებ ზიანს აყენებს ჩვენს ორგანიზმს, ვიდრე ჩვეულებრივი თამბაქოს მოწევა, ეს სიცრუე აღმოჩნდა, რადგან ელექტრონული სიგარეტი შეიცავს სახიფათო კარცეროგენებს, როგორიცაა ფორმალდეჰიდი და აცეტალდეჰიდი.
ფორმალდეჰიდი გამოიყენება პლასტმასის წარმოებაში, საღებავების და ა.შ. ასევე აცეტალდეჰიდის დონეც ითვლება კიბოს განვითარების ერთ-ერთ მიზეზად.
ასე, რომ მავნე ნივთიერებების მასშტაბები გაცილებით მაღალია ვიდრე ჩვეულებრივ სიგარეტში.