ცოტა ხნის წინ ცნობილმა ამერიკელმა როკ-მომღერალმა, 75 წლის ელის კუპერმა, ლოს-ანჯელესის “Universal Studios” პარკში საკუთარი საშინელებათა ატრაქციონი გახსნა.
ეს მოწყობილობა ამოქმედებისთანავე ამ პარკის მთავარ ღირთშესანიშნაობად გადაიქცა. ის წარმოადგენს ე. წ. “საშინელებათა ლაბირინთს”.
პარკის ადმინისტრაცია სახელოვან მუსიკოსთან თანამშრომლობის ფაქტს დიდი აღფრთოვანებით შეხვდა. მათი განცხადებით ატრაქციონი ამ დასასვენებელი ადგილის პოპულარობას ხელს შეუწყობს და მრავალ სტუმარსაც მოიზიდავს.
ამერიკელი როკ-მომღერალი ელის კუპერი (ნამდვილი სახელი ვინსენტ დეიმონ ფურნიე) 1948 წლის 4 ოქტომბერს ქალაქ დეტროიტში დაიბადა.
პირველი ჯგუფი “The Spiders” წინა საუკუნის 60-იან წლებში ჩამოაყალიბა. 1968 წელს მან სახელწოდება შეიცვალა და “Alice Cooper”-ად მოინათლა. ფურნიემაც ფსევდონიმად ეს სახელი აირჩია.
ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ თავად ელის კუპერი, გიტარისტები გლენ ბაკსტინი, მაიკლ ბრიუსი, დენის დანავეი და მედოლე ნილ სმიტი.
პირველ წარმატებას მუსიკოსებმა 1971 წელს მიაღწიეს, როდესაც გაყიდვაში მათი სინგლი “I’m Eighteen” გამოვიდა. 1973 წელს ჩაწერილმა ალბომმა “Billion Dollar Babies” ელის კუპერს და მის ჯგუფს უკვე მსოფლიო აღიარება მოუტანა.
ავტორი