ჟურნალისტი ელისო კილაძე ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში პენიტენციური სამსახურს სამედიცინო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თამთა დემურიშვილის შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ დემურიშვილმა დაარწმუნა მიხეილ სააკაშვილი, ფაფა ეჭამა.
“თამთა დემურიშვილი არის ლალი მაროშკინას წიგნის პერსონაჟი _ “გორელი ლამაზმანი”. მან დაარწმუნა მიხეილ სააკაშვილი, რომ ფაფა ეჭამა, თან იცოდა, რომ გადაუღებდნენ. დემურიშვილს ქოთნები და ყვავილებიც კი აქვს წაღებული მოხუცთა პანსიონიდან. თამთა დემურიშვილი გამოჭერილი ჰყავთ კომპრომატებით, რომელიც “ოცნებას” ჩვევია. ის მომდევნო ხელისუფლებაში ახალ მფარველებს როცა დაუწყებს ძებნას, რომ პოზიციები შეინარჩუნოს, ვერც ნინო გიორგობიანი უშველის და ვერც სხვა”, _ თქვა ელისო კილაძემ.