აშშ-ის საავტომობილო აუქციონზე იყიდებოდა “Cadillac Estate Wagon”, რომელიც თავის დროზე ელვის პრესლის ეკუთვნოდა. ავტომანქანის ფასმა 57 ათას დოლარს მიაღწია, თუმცა, ვაჭრობის ოფიციალურად დასრულების მიუხედავად, “როკ-ენ-როლის მეფის” კუთვნილი “კადილაკი” ჯერ მაინც არ გაყიდულა.
აუქციონის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ კრემისფერი ჰეჩბეკი, რომლითაც პრესლი 1972 წლიდან სიკვდილამდე, ანუ 1977 წლამდე დადიოდა, გაცილებით მეტი ღირს…
1972 წელს, სულ ორი ასეთი სპეცავტომობილი დაამზადეს – ელვის პრესლისთვის და ამერიკელი პუბლიკის კიდევ ერთი კერპის – მომღერალისა და მსახიობის დინ მარტინისთვის. აღსანიშნავია, რომ პრესლის ნაქონ “კადილაკს” მხოლოდ 73 ათასი მილი აქვს გავლილი…