ვიცე-პრემიერი, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ამბობს, რომ “მთავარი არხის” მიკროფონს დააბრუნებს.
როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, ჟურნალისტ ემა გოგოხიას შეუძლია, მიკროფონი “ნებისმიერ დროს წაიღოს”.
“რაც შეეხება ემას გოგოხიას მიკროფონს, ქალბატონ ემას შეძულია, ნებისმიერ დროს ეს მიკროფონი ჩემგან წაიღოს, ან მე თუ მოვხვდები სამეგრელოში და ალბათ, მოვხვდები, ვინაიდან მეორე ტურია, რა თქმა უნდა, შეძლებს ის თავისი მიკროფონის დაბრუნებას. თქვენ, ემა გოგოხიამ და თქვენმა ბელადმა, რომელიც ციხიდან გესაუბრებათ, განიცადეთ პოლიტიკური კრახი”, _ თქვა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, 22 ივლისს, სენაკის თეატრში ჩასულმა კულტურის მინისტრმა, “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი წაართვა და შეურაცხყოფა მიაყენა. წულუკიანს მიკროფონი, როგორც თავად ამბობდა, 3 ოქტომბერს უნდა დაებრუნებიან, თუმცა, ეს ამ დრომდე არ გაუკეთებია.
წყარო: mtavari.tv