ქართველი ემიგრანტი, რომელიც სამშობლოში ბრუნდებოდა, ბარის აეროპორტში გარდაიცვალა. როგორც ირკვევა, თ.ტ. იტალიაში წლების განმავლობაში მუშაობდა.
„აეროპორტში როგორი სიხარულით მიდიოდი, ბარის აეროპორტი იყო შენი ემიგრანტობის წლების დასასრული? როგორ გელოდებოდა შვილები, ესაა შენი პირობა? რომ ჩავალ, ბესოს სასაფლაოზე უნდა ავიდეო? რამდენი კარგი მოგონებები, რამდენი კარგი გეგმები გვქონდა. მშვიდობით, მეგობარო. ვუთანაგრძნობ ოჯახს, საემიგრანტო სამეგობროს. გუშინ ბოლოჯერ ეზიარა წმინდა ნიკოლოზის ტაძარში”, – წერს გარდაცვლილის მეგობარი.
ავტორი



































































