სს „ენერგო-პრო ჯორჯიას განცხადებით, ბორჯომის და ატენის ხეობებს ელექტროენერგის სტაბილურად მიეწოდება. ცეცხლის კერები, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს კუთვნილ ინფრასტრუქტურასთან ახლოს არ არის და შესაბამისად დაზიანება მოსალოდნელი არ არის.
“სტიქიის დაწყების დღიდან, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს მენეჯმენტი და ტექნიკური ბრიგადები მობილიზებულნი არიან ბორჯომის ხეობაში, რათა ცეცხლის გავრცელების შემთხვევაში დროული რეაგირება მოახდინონ.
კომპანიის კუთვნილი მაღალი გამავლობის ტექნიკა სტიქიის ლიკვიდაციის პროცესში ეხმარება მეხანძრეებს და მაშველებს” _ აღნიშნავენ კომპანიაში.