“ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა წერეთლის გამზირიდან თბილისის მერიაში ტალახი მიიტანეს.
“წერეთლის გამზირიდან მოვიტანეთ კორუფციული დანაშაულის ნივთიერი მტკიცებულება – ტალახი. ეს ტალახი არის სიმბოლო კახი კალაძის მმართველობის,” – განაცხადა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ.