ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს პარლამენტის მიერ 12 ივლისს უზენაესი სასამართლოს 6 მოსამართლის უვადოდ დამტკიცებას ეხმაურება და „twitter“ წერს, რომ ამის გამო აშშ ღრმად შეშფოთებულია.
,,შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის მიერ უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების გამო, რაც 19 აპრილის შეთანხმებას ეწინააღმდეგება. ამბიციური სასამართლო რეფორმა გადამწყვეტია საქართველოს წარმატებისთვის“, _ ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „twitter“ წერს.
ავტორი: მერაბ ცაავა