აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი განცხადებით, ჩინეთი ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის, განსაკურებით სინძიანში, ტიბეტსა და ჰონგ-კონგში, პასუხს აგებს. ამის შესახებ გამოცემა FINANCIAL TIMES წერს.
ბლინკენის ინფორმაციით, მაღალი რანგის ჩინელ დიპლომატთან, იან ჯიჩთან გამართულ შეხვედრაზე მან გარკვევით განაცხადა, რომ აშშ დაიცავს საკუთარ ეროვნულ ინტერესებსა და დემოკრატიულ ღირებულებებს
”მე ნათლად აღვნიშნე, რომ აშშ დაიცავს ჩვენს ეროვნულ ინტერესებს, მხარს დაუჭერს ჩვენს დემოკრატიულ ფასეულობებს და პასუხს აგებს პეკინი საერთაშორისო სისტემის ბოროტად გამოყენების გამო.
პეკინი პასუხს აგებს ინდო-წყნარი რეგიონის სტაბილურობის საფრთხის შექმნისკენ მიმართული მცდელობებისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის ძირის გამოთხრის გამო.
ვერავინ შეაჩერებს ჩინელი ერის დიდ გაახალგაზრდავებას”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პეკინში, აშშ-ჩინეთის ურთიერთობების კომიტეტის მიერ ორგანიზებულ ონლაინ ფორუმზე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური საგარეო საქმეთა კომისიის დირექტორმა იან ჯიჩმა აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა ჩინეთის საშინაო საქმეებში ჩარევა უნდა შეწყვიტოს, მათ შორის ჰონგ-კონგის, ტიბეტის და სინძიანის საკითხებთან დაკავშირებით.