აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთთან ომში გაიმარჯვოს, _ ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„თუ მოსკოვი აპირებს, დაამხოს უკრაინის ხელისუფლება და მარიონეტული რეჟიმი დაამკვიდროს, 45 მილიონი უკრაინელი ამას შეეწინააღმდეგება“, – აცხადებს ბლინკენი.
მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდება ომი, მაგრამ უკრაინელი ხალხი განსაკუთრებულ სიმტკიცეს ავლენს.
ბლინკენის განცხადებით, ომი უკვე არ მიმდინარეობს ისე, როგორც ამას რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გეგმავდა.