აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი, ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ კორონავირუსის აღმოფხვრა შეუძლებელია, თუმცა თუკი საკმარისი რაოდენობის მოქალაქეები აიცრებიან, კოვიდშეზღუდვები, შესაძლოა, მალე წარსულში დარჩეს.
„ამ ვირუსის ვერ აღმოვფხვრით, მაგრამ იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც გვეყოლება საკმარისი რაოდენობის ვაქცინირებული ადამიანები და წინა ინფექციისგან დაცვით უზრუნველყოფილი პირები, რათა კოვიდშეზღუდვები მალე წარსულში დარჩეს“, – აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.
მისი თქმით, დროდადრო, შესაძლოა საჭირო გახდეს შეზღუდვების ადგილობრივად, ამა თუ იმ რეგიონში დაწესება და ასევე მოქალაქეებს მოუწევთ თავად გადაწყვიტონ, როგორ გაუმკლავდნენ ვირუსს.
„გადაწყვეტილებების მიღება უფრო მეტად ადგილობრივ და არა ცენტრალურ დონეზე მოხდება. ასევე იქნება უფრო მეტი ადამიანი, ვინც თავად იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ვირუსს,“- აღნიშნა ფაუჩიმ.
წყარო: ინტერპრესნიუსი