,,მე არ მჯერა, რომ ჩვენ ოდესმე შევძლებთ ამის აღმოფხვრას, იმ გაგებით, რომ იგი სრულად გაქრება ჩვენი პლანეტიდან.“ – ამის შესახებ აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც საქმე ახალ ვარიანტებს ეხება, მას უფრო გლობალური ვაქცინაციის დონე აწუხებს, ვიდრე გლობალური მოგზაურობის განახლება.
,,რაც უფრო მალე მოხდება მსოფლიოს ვაქცინაცია, დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ჩათვლით, მით უფრო დიდი შანსი გვექნება, ახალი ვარიანტების გაჩენა არ დავუშვათ. მე არ მჯერა, რომ ჩვენ ოდესმე შევძლებთ ამის აღმოფხვრას, იმ გაგებით, რომ იგი სრულად გაქრება ჩვენი პლანეტიდან. ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია მნიშვნელოვნად გავაუმჯობესოთ მისი კონტროლი და ზოგიერთ ქვეყანაში მისი აღმოფხვრაც კი შესაძლებელია. ეს ჩვენზე იქნება დამოკიდებული, თუ ჩვენ ძალიან აგრესიულად გავახორციელებთ ვაქცინაციის პროგრამას, ჩვენ შეგვიძლია მკვეთრად შევამციროთ ამ ვირუსის გავლენა მომდევნო წლების განმავლობაში“, – განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.
[sexy_author_bio]