მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ბოლო კვირაში ნახევარ ტრილიონამდე დოლარი დაკარგეს.
სააგენტო ბლუმბერგის ინფორმაციით უდიდესი ინტერნეტმაღაზია ამაზონის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა 11,9 მილიარდი დოლარი დაკარგა, მაიკროსოფტის ხელმძღვანელი ბილ გეიტსი 10 მილიარდით გაღარიბდა, ხოლო კომპანია LVMH-ის მფლობელი ბერნარ ანო _ 9 მილიარდით.
ბლუმბერგი იუწყება, რომ მინუსებში წავიდა პლანეტის მდიდარი ადამიანების 80 პროცენტი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია კორონავირუსის ეპიდემიასთან.