Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 025 კვლევა ტესტით, მათ შორის 15 263 კვლევა ანტიგენის ტესტით და 12 762 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 210 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 564 837-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 4 სექტემბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 7.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 9.27% ხოლო 7 დღის მანძილზე – 8.33%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 587 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 514 768.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 74 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 806 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 210 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 865 შემთხვევა, აჭარა – 223, იმერეთი – 336, ქვემო ქართლი – 143, შიდა ქართლი – 99, გურია – 54, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 164, კახეთი – 225, მცხეთა-მთიანეთი – 30, სამცხე-ჯავახეთი – 48, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 42 237 საიდანაც:
7 019 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 041, აჭარაში – 826, იმერეთში – 1 090.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 579 პირი, მათ შორის, თბილისში – 699, აჭარაში – 182, იმერეთში – 331. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 413 პირი, მათგან თბილისში – 244, აჭარაში – 42, იმერეთში – 33.
2 415 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 163 – თბილისში, 769 – აჭარაში.
32 803 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 105 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 102, ხოლო აჭარაში – 3.
სულ 6 ოქტომბრიდან – 4 სექტემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 126 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 40 099 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 452 პირი, აჭარაში – 4 836, იმერეთში – 3 943.