ლანჩხუთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით იფიცირების 32 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს, ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ნატო მენაღარიშვილი ამბობს, რომ ლანჩხუთში სულ გამოვლენილია ინფიცირების 988 შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 626 ადამიანი, გარდაცვლილია 8. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 530 ადამიანია.
შეკითხვაზე – სად ფიქსირდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა, ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამბობს, რომ თქმა შეუძლებელია.
„კორონავირუსის შემთხვევები თითქმის ყველა სოფელში ფიქსირდება.სოფელი არ არის, სადაც შემთხვევა არ იყოს“,_ გვპასუხობს მენაღარიშვილი.
ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის თქმით, არის შემთხვევები, როცა დაინფიცირების წყარო უცნობია, პოვნას ცდილობენ, მაგრამ მასიური შიდა გავრცელების გამო, ძებნა აზრს მოკლებულია.
„ინფიცირების წყარო ცნობილია როცა ოჯახური გავრცელებაა, სამეზობლო ან სამსახურებრივი, მაგრამ არის შემთხვევები, როცა არ ვიცით ინფიცირების წყარო. ვეძებთ, მაგრამ მასიური შიდა გავრცელების გამო, ძებნა აზრს მოკლებულია. გამოვლენილი ინფიცირების უმეტეს შემთხვევებში წყარო ვიცით. კონტაქტებთან დაკავშირებული შემთხვევებია“,_ გვიპასუხა მენაღარიშვილმა.