ოზურგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 26 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაია ქუტიძემ განუცხადა.
„ეპიდვითარება ძალიან მძიმე და მზარდია“,_ გვითხრა ქუტიძემ.
ინფიცირების შემთხვევების სწრაფ მატებას ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თავშეყრის ადგილებსა და ხალხმრავალ სუფრებს უკავშირებს.
„იმართება ქორწილები, ქელეხები, სხადასხვა თავშეყრის ადგილები, სადაც ბევრი ადამიანი იყრის თავს და გამოიწვია ინფიცირების შემთხვევების მომატება“,_ გვითხრა ქუტიძემ.
ქუტიძის ინფორმაციით, ოზურგეთში სულ დაფიქსირებულია ინფიცირების 4637 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 4490 ადამიანი, გარდაცვლილია 65.
აქტიურია 78 შემთხვევა. კოვიდპაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სატაბილურია.