ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ “გურია ნიუსს” ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნატო მენაღარიშვილმა განუცხადა.
მენაღარიშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის ლანჩხუთში აქტიურია კოვიდინფიცირების 575 შემთხვევა. ინფიცირებული პაციენტებიდან სტაციონარში 28, ბინაზე კი 547 ბინაზე მკურნალობს.
სულ ლანჩხუთში კოვიდინფიცირების 5114 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გამოჯანმრთელეულია 4471 პაციენტი, გარდაცვლილია 68.