COVID-19-ის ახალი სტატისტიკა ცნობილია.
6 ივნისიდან 12 ივნისამდე პერიოდში, საქართველოში დადასტურდა ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 546 პაციენტი, დაფიქსირდა გარდაცვალების 3 შემთხვევა.
უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.
პანდემიის დაწყებიდან 12 ივნისამდე საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების 1 658 755 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1 641 348 პაციენტი, გარდაცვლილია 16 838.