https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

  • ფეისბუქსტატუსები

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ეპილეფსია უფრო ხშირად ბავშვთა ასაკში გვხვდება”- რა უნდა ვიცოდეთ

17:32; 22.11.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ეპილეფსიის შესახებ 4 000 წელზე მეტია რაც წერენ და ლაპარაკობენ. ის თავის ტვინის ყველაზე სერიოზული დაავადებაა მსოფლიოში. მას არ აქვს ასაკი, რასა, სოციალურ- ეკონომიკური ან გეოგრაფიული საზღვრები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში ეპილეფსია 50 მილიონ ადამიანს აქვს, მათ შორის ევროპაში 6 000 000 შემთხვევაა დაფიქსირებული და უმეტესად ბავშვებში, მოზარდებსა და ასაკოვან ადამიანებში. კვლევამ ცხადყო, რომ ბავშვებში უფრო მეტად ვითარდება ეპილეფსია, ვიდრე მოზარდებში. ბავშვობაში გამოვლენილი სიმპტომები კი შეიძლება დარჩეს, შეიცვალოს ან გაქრეს.  ბოლო კვლევების მიხედვით, რომელიც როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში ჩატარდა, ჩანს რომ მკურნალობის შემთხვევაში ეპილეფსიის მქონე ადამიანების 70%-ს შეუძლია სრულფასოვანი ცხოვრებით იცხოვროს. მაგრამ როგორც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაში ამბობენ, ზოგიერთ ევროპის ქვეყნებში ეპილეფსია არ არის აღიარებული, როგორც თავის ტვინის აშლილობა და ამით დაავადებულთა 40%-მდე მდგომარეობა შეიძლება იყოს არანამკურნალევი. აღსანიშნავია ისიც, რომ ეპილეფსიის მქონე ადამიანები და მათი ოჯახის წევრები ხშირად სტიგმას წინაშე დგანან. ხშირია დისკრიმინაციის შემთხვევები.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციითვე, 200 ორსული ქალიდან ერთს ან ორს აქვს აქტიური ეპილეფსია. ზოგადად, არ არის რეკომენდებული ეპილეფსიის მოქნე ქალის დაფეხმძიმება, მაგრამ თუ ორსულობა კარგად არის დაგეგმილი,  ამ შემთხვევაში გარკვეული რისკების თავიდან აცილება შეიძლება. ეპილეფსიის მკურნალობა შესაძლებელია ანტიეპილეფსიური საშუალებებით.

უფრო კონკრეტულად კი რა არის ეპილეფსია, რამდენად არის საქართველოში გავრცელებული აღნიშნული დაავადება და რა რეკომენდაციები არსებობს – ამის შესახებ ნევროლოგ მაკა მანიას ვესაუბრეთ.

_ რა არის ეპილეფსია?

_ ეპილეფსია არის თავის ტვინის ქრონიკული დაავადება, რომლისათვისაც დამახასიათებელია ეპილეფსიური გულყრების განმეორებითი აღმოცენება. ამა თუ იმ მიზეზის გამო თავის ტვინში უამრავი ნეირონი განიმუხტება სინქრონულად, რაც განაპირობებს გულყრას.

_ რა სიმპტომებით და რა ასაკში ვლინდება ? ხშირია ბავშვებში შემთხვევები? ზოგადად ქვეყანაში?

_ ეპილეფსიის ძირითადი გამოვლინებაა ეპილეფსიური გულყრები. გულყრები მეტად მრავალგვარია. ყველაზე მეტად ცნობილია გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვები. სწორედ ასეთ გულყრებთან აიგივებენ ხოლმე ეპილეფსიას ფართო საზოგადოებაში. თუმცა საინტერესოა, რომ არსებობს სხვა მრავალი ფორმის ეპილეფსიური გულყრა, რა შემთხვევაშიც კუნთოვანი კრუნჩვითი კომპონენტი საერთოდ არ ვლინდება ან მინიმალურია. ასეთი გულყრებია მაგალითად, აბსანსები, მიოკლონური გულყრები, ატონური გულყრები, ფოკალური გულყრები ცნობიერების შეცვლით ან შეუცვლელი ცნობიერებითაც კი.

ეპილეფსია ნებისმიერ ასაკში ვითარდება, თუმცა ყველაზე უფრო ხშირად გვხვდება ბავშვთა ასაკში. მეორე შედარებით მცირე პიკი ვლინდება ხანდაზმულებში. 30-50 წლის ასაკში ეპილეფსიის შემთხვევები შედარებით დაბალია, თუმცა როგორც აღვნიშნეთ, იგი ყველა ასაკში შეიძლება აღმოცენდეს და მიმდინარეობდეს.

აქტიური ეპილეფსიის გავრცელება საქართველოში 0.8-0.9%-ს შეადგენს. ასეთია ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგები, რაც ჩატარდა საქართველოში 2011 წელს ეპილეპტოლოგების დიდი ჯგუფის თაოსნობით. ასეთი მაჩვენებელი უტოლდება მსოფლიოში დაავადების გავრცელების მაჩვენებელს, რაც სხვადასხვა გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით 04.-1%-მდე მერყეობს. ამგვარად, საქართველოში დაავადების გავრცელება არ აღემატება დანარჩენი მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს.

_ როგორ უნდა მივხვდეთ რომ ადამიანს ეპილეფსიური შეტევა აქვს და როგორ უნდა მოვიქცეთ შეტევის დროს ? შეიძლება თუ არა ამ შეტევას ჰქონდეს რაიმე გარედან მაპროვოცირებელი ფაქტორი ( თუ კი, რა შეიძლება გახდეს ის?) რა შემთხვევაში ხდება საჭირო პაციენტის კლინიკაში გადაყვანა?

_ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეპილეფსიური შეტევა მეტად მრავალგვარია. გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვა ყველაზე უფრო დრამატული ეპილეფსიური გულყრაა და ასე თუ ისე ცნობილია ფართო საზოგადოებისათვის. ადამიანი უეცრად კარგავს გონებას, ეცემა ძირს და იწყება კრუნჩხვითი გატვირთვა. სხეულის კიდურები ჯერ ტონურად დაიჭიმება. ამ დროს ხელები და ფეხები უხშირესად გაშლილ მდგომარეობაში არის ძალიან დაძაბული და დაჭიმული, ხოლო შემდეგ იწყება კლონური მოძრაობები კიდურებში, რაც ემსგავსება კანკალს, ფართხალს ან სხვ. ზოგჯერ ასეთ განტვირთვაში ჩართულია კისრის და სახის კუნთებიც და ვლინდება თავისა და სახის კუნთების ანალოგიური კრუნჩხვითი განტვირთვა. ტონური კომპონენტი აფერხებს სუნთქვის ფუნქციას, რის გამოც პაციენტს სახეზე ეცვლება ფერი, ხდება მოშავო ან მოლურჯო ფერის. ამავე დროს საღეჭი კუნთები მაგრად არის შეკუმშული (ტრიზმი), რაც ხელს უწყობს დიდი რაოდენობით ნერწყვის წარმოქმნას. ნერწყვის ჰაერთან შერევის შედეგად წარმოიქმნება ქაფისებური მასა, ე. წ. დუჟი. ზოგჯერ პაციენტს აქვს წინასწარი შეგრძნება, ვიდრე გონებას დაკარგავს, რასაც აურას ვეძახით. აურა შესაძლოა იყოს მხედველობითი, სმენითი, ასევე სხეულში გარკვეული შეგრძნება და სხვ.

არაკრუნჩხვითი გულყრებიდან უფრო ხშირად ვაწყდებით აბსანსებსა და ფოკალურ გულყრებს. ისინი ზოგჯერ ძალიან გავს ერთმანეთს. ამიტომაც სიმარტივისთვის მათ ერთად დავახასიათებ. ადამიანი ასეთი გულყრების დროს არ კარგავს გონებას, არ დაეცემა, არამედ ეცვლება ცნობიერება. ამ დროს იგი უეცრად შეწყვიტავს თავის საქმეს და ჩერდება. გამომეტყველება ხდება არაბუნებრივად გაბრუებული, მზერა აქვს გაყინული, არ რეაგირებს შეკითხვებზე ან თუ პასუხობს, გაცემული პასუხები შეუსაბამო და გაუგებარია. ასეთი შეტევა ძალიან ხანმოკლეა, რამოდენიმე წამიდან რამოდენიმე წუთამდე, რის შემდეგაც ცნობიერება სრულიად ბრუნდება. აბსანსების დროს პაციენტმა შესაძლოა მყისიერად გააგრძელოს ის საქმიანობა, რასაც აკეთებდა აბსანსის დაწყებამდე ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს (განსაკუთრებით ხშირია ბავშვებში). ზოგჯერ ცნობიერების აღდგენის პროცესი უფრო ნელია. ასეთი „გარინდებული“ ქცევის გარდა ფოკალური გულყრები შესაძლოა მიმდინარეობდეს პაციენტის შფოთვითი ქცევითაც. ამასთან, არსებობს ისეთი ფოკალური გულყრებიც, როცა ცნობიერება საერთოდ არ იცვლება და პაციენტს ახსოვს მთელი გულყრა. შენახული ცნობიერების ფონზე მიმდინარე გულყრის ასახსნელად მოვიყვან ასეთ მაგალითს: პაციენტი ამჩნევს, რომ მისი ერთ-ერთი კიდური უევრად იწყებს კანკალს, რაც გრძლედება რამოდენიმე წამიდან რამოდენიმე წუთამდე და შემდეგ თავისთავად ჩერდება. კიდურის ასეთი ხანმოკლე „კანკალი“ შესაძლოა ყველას გაახსენდეს, თუმცა ეპილეფსიური თვალსაზრისით საყურადღებოა კიდურის ისეთი ხანმოკლე კანკალი, რაც სტერეოტიპულად მეორდება ერთსა და იგივე კიდურში და რაიმე ცალსახა გამომწვევი მიზეზი არ გააჩნია.

რადგან ფართო საზოგადოებისათვის აღვწერთ გულყრებს, განსაკუთრებით მინდა გამოვყო ერთი საკმაოდ ხშირი გამოვლინება, რისი ცოდნაც ნამდვილად ხელს შეუწყობს ეპილეფსიის ადრეულ დიაგნოსტიკას და დროულ მკურნალობას. ეს გამოვლინება არის ორალური ავტომატიზმები. როგორც ზემოთ აღვწერეთ, პაციენტი შესაძლოა არ წაიქცეს, გონება არ დაკარგოს, არამედ უეცრად გაჩერდეს და გამომეტყველება შეეცვალოს. თუ ასეთ მდგომარეობაში პაციენტი იწყებს ტუჩების ცმაცუნს, ღეჭვითი ან ყლაპვითი მოძრაობების შესრულებას, თითქოს პირში რამე ლუკმა ჰქონდეს, აი ასეთ მოძრაობებს ჰქვია ორალური ავტომატიზმები, რაც ადვილი შესამჩნევია და ძალიან სარწმუნო ნიშანია ექიმისათვის ეპილეფსიის სადიაგნოსტიკოდ.

მართალია გენერალიზებული ტონუ-კლონური გულყრა ძალიან მძიმე სანახავია, მაგრამ ამასთან უნდა ვიცოდეთ, რომ იგი თავისით დასრულდება. პაციენტი ჩვენგან მინიმალურ ჩარევას საჭიროებს. კრუნჩხვის დროს პაციენტი უნდა დავაწვინოთ მარჯვენა გვერდზე და შევუხსნათ შემოჭერილი ტანსაცმელი, საყელო, ქამარი. ამის შემდეგ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა. დაუშვებელია პაციენტის გაკავების მცდელობა, ასევე „ენის დაჭერა“, პირის გაღების მცდელობა და სხვ. ასეთი ჩარევა შესაძლოა აღმოჩნდეს ტრავმული როგორც ავადმყოფისათვის, ასევე იმ პირისათვის, ვინც ცდილობს დახმარებას. ერთჯერადი გულყრა თავისთავად ჩათავდება. განმეორებითი შეტევების შემთხვევაში აუცილებელია შესაბამისი სამედიცინო დამხარების გაწევა სპეციალიზებულ სტაციონარში, რათა მოხდეს გულყრების შეჩერება.

გულყრებს აპროვოცირებს ალკოჰოლი, ღამისთევა, სტრესი, ასევე დანიშნული ანტიეპილეფსიური მკურნალობის არაადექვატურად მიღება.

შეიძლება თუ არა კორონავირუსი გახდეს გულყრების მაპროვოცირებელი?

როგორც უკვე კარგად არის ცნობილი, კოვიდ-19 იწვევს ისეთ ნევროლოგიურ ჩივილებს, როგორიცაა ყნოსვისა და გემოს დაკარგვა, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. იშვიათ შემთხვევებში კოვიდ-19 იწვევს საკმაოდ მძიმე ნევროლოგიურ გართულებებსაც, როგორიცაა ინსულტი, თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება, ინფექციურ-ტოქსიური ენცეფალოპათია, ასევე ნერვ-კუნთოვანი დაავადებები, სხვადასხვა ნეიროპათიები და სხვ. ეპილეფსიური გულყრები აღმოცენდება სწორედ ამ გართულებების დროს, როგორც ერთ-ერთი სიმპტომი. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ეპილეფსიური გულყრების შემთხვევები მიმდინარე პანდემიის პირობებში მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, თუმცა გარკვეული გავლენა ბუნებრივია მოახდინა.

_ რამდენად მარტივად ისმევა ეპილეფსიის დიაგნოზი, როგორ ხდება მკურნალობა და ინკურნებიან თუ არა სრულად ეპილეფსიისგან?

ერთი შეხედვით ეპილეფსიის დიაგნოსტიკა მარტივია, თუმცა ეს ასე არ არის. გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვების დიაგნოსტიკა კლასიკურ შემთხვევებში მართლაც არ წარმოადგენს დიდ სირთულეს. თუმცა ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელია არაეპილეფსიური კრუნჩხვების არსებობა, რაც ძალიან ემსგავსება ეპილეფსიურ კრუნჩხვებს. დიაგნოსტიკას ართულებს ასევე გულყრების დიდი მრავალფეროვნება, არა-მოტორული გულყრების შემჩნევის და ამოცნობის სირთულეები, ცალსახა დიაგნოსტიკური მეთოდების უქონლობა და სხვ. მაგალითისათვის მოგახსენებთ, რომ უბრალო გონების კარგვას (ე.წ. სინკოპე) შესაძლოა დაერთოს კრუნჩხვითი კომპონენტი და დატოვოს ეპილეფსიური კრუნჩხვის შთაბეჭდილება თვითმხილველებში. ასეთ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გამოცდილი და კვალიფიციური ექიმის მიერ თვითმხილველების აღწერილობის მოპოვებას, ასევე პაციენტის დეტალურ გამოკითხვას. დამატებით საჭიროების მიხედვით მივმართავთ ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ კვლევებს, რაც ერთობლიობაში გვაძლევს დიაგნოზის დასმის საშუალებას.

ეპილეფსიას სხვადასხვა მიზეზი და სხვადასხვა ბუნება აქვს. სწორედ ამ ფაქტორებზეა დამოკიდებული ეპილეფსიის პროგნოზი. საბედნიეროდ, ხშირ შემთხვევაში ეპილეფსია იკურნება, თუმცა მისი განკურნება მოითხოვს ძალიან ხანგრძლივ, რამოდენიმე წლიან მკურნალობას. ეპილეფსიის ფორმების გარკვეული ნაწილი კი მკურნალობას საჭიროებს მთელი ცხოვრების მანძილზე. არის ისეთი რთული შემთხვევებიც, როცა ეპილეფსია ცუდად ემორჩილება ანტიეპილეფსიურ მკურნალობას. ასეთ ეპილეფსიას რეზისტენტულს ვუწოდებთ. ზოგ რეზისტენტულ შემთხვევაში განიხილება ეპილეფსიის ოპერაციული მკურნალობის საკითხიც.

_ როგორია რეკომენდანციები- როგორ უნდა იცხოვროს ეპილეფსიის მქონე პირმა, რა სახის სპორტით შეუძლია დაკავდეს, რით იკვებოს?

_ ეპილეფსიის დიაგნოზის მქონე პაციენტებს პირველ რიგში ვურჩევ დანიშნული მკურნალობა გამოიყენონ სისტემატურად, არ გამოტოვონ პრეპარატის მიღება და არ შეცვალონ დოზირება თვითნებურად. ხშირია შემთხვევები, როცა პაციენტი თვითნებურად ამცირებს დოზებს ან საერთოდაც წყვეტს მკურნალობას. რთულია მედიკამენტი გამოიყენო სისტემატურად წლების მანძილზე. თუმცა ეს არის აუცილებელი პირობა ეპილეფსიის განკურნებისათვის. ყოველი თვითნებურად შემცირებული დოზის შემდეგ იზრდება გულყრის აღმოცენების რისკი. ყოველი ახალი გულყრა კი იმას ნიშნავს, რომ მცირდება ეპილეფსიის სრულად განკურნების შესაძლებლობა.

გულყრები და კრუნჩხვები თავისთავად არ არის სახიფათო, თუმცა მძიმე სანახავია. გულყრა თავისთავად სრულდება, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ. სახიფათოა ის ტრავმები, რაც გულყრებთან არის ასოცირებული. სამწუხაროდ არასოდეს ვიცით, როდის და რა ვითარებაში აღმოცენდება მომდევნო გულყრა. მაღალი რისკის მატარებელია ისეთი აქტივობები, რასაც ახლავს ტრავმატიზაციის რისკი – ცეცხლთან მუშაობა, წყალში ცურვა, სიმაღლეზე ასვლა/ცოცვა, საჭის მართვა. ასეთი სახის აქტივობები ექიმთან ერთად უნდა იქნეს განხილული. ხშირი გულყრების შემთხვევაში ზემოხსენებული აქტივობები უნდა შეიზღუდოს. მეორე საკითხია ისეთი აქტივობები, რომლებიც აპროვოცირებენ გულყრებს. ამ მოსაზრებით დაუშვებელია ეპილეფსიის დიაგნოზის მქონე პირისათვის ღამისთევას, ალკოჰოლის გამოყენება, ზოგ შემთხვევაში არასასურველია სინათლისა და სიბნელის მკვეთრი ცვალებადობა (მაგ. სწრაფად ცვალებადი განათება ღამის კლუბებში, კომპიუტერული თამაშები და სხვ ).

რაც შეეხება სპორტს, მთავარია სპორტი არ შეიცავდეს იმ რისკებს, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. მაგალითად, ფეხბურთი და კალათბურთი უსაფრთხო სპორტის სახეობებია, მაშინ როცა მთამსვლელობა, რბოლა, ცხენოსნობა მიუღებელია.

რაც შეეხდება დიეტას, მე არ ვიქნებოდი განსაკუთრებით მკაცრი ეპილეფიის მქონე პაციენტებთან მიმართებაში. საკვებიდან ერთადერთი რაც იკრძალება, არის ალკოჰოლი. ზოგადად გავრცელებულია მოსაზრება, რომ კოფეინი, შოკოლადი და სხვ პროდუქტები სახიფათოა ეპილეფსიის დროს, თუმცა ეს პროდუქტები მნიშვნელოვან რისკს არ შეიცავენ. საინტერესოა, რომ კარგად არის ცნობილი ე. წ. კეტოგენური დიეტა, რომელიც დღესაც გამოიყენება რეზისტენტული ეპილეფსიების მართვაში. აღნიშნული დიეტა ძალიან სპეციფიური და რთულია, რაც მხოლოდ მძიმე შემთხვევებში უნდა იქნეს დანიშნული.[sexy_author_bio]

ეპილეფსიამაკა მანია
გაზიარება24Tweet15Send

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:19; 11 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ

17:12; 11 თებერვალი, 2026
საზოგადოება

სეს-მა არალეგალური სასაკლაოები და კვერცხის საწარმო გამოავლინა

14:49; 11 თებერვალი, 2026
საზოგადოება

გამოიდარებს თუ არა უახლოეს დღეებში- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

14:44; 11 თებერვალი, 2026
საზოგადოება

უკანონო ტყითსარგებლობის 127 ფაქტი გამოავლინეს

14:24; 11 თებერვალი, 2026

ლუკაშენკო: არ გვინდა დაპირისპირება, თუმცა თუ ძალიან შორს წავალთ, ომი გარდაუვალი იქნება

ლუკაშენკო: არ გვინდა დაპირისპირება, თუმცა თუ ძალიან შორს წავალთ, ომი გარდაუვალი იქნება

ყველა სიახლე

პოლიტიკა

რა გამოწვევები გამოიკვეთა სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის პირველი სხდომაზე

18:54; 11.02.2026
სამართალი

სასამართლომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის და ,,ქურდული სამყაროს“ წევრზე მიმართვის ფაქტებზე 6 პირი დამნაშავედ ცნო

18:18; 11.02.2026
ფინანსები

რწმენით დაპყრობილი მწვერვალები: ქართველი ქალი მთამსვლელების ისტორიები უშბაზე

17:51; 11.02.2026
სამართალი

“ორ დაზარალებულს ჩაქუჩით მრავლობითი დაზიანებები მიაყენა”-ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17:39; 11.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:19; 11.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთში გამოვლინდა ორი ობიექტი, სადაც ხორცსა და ხორცპორდუქტებს კუსტარულად აწარმოებდნენ

17:12; 11.02.2026
პოლიტიკა

ევროკავშირმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას მხარი დაუჭირა

15:39; 11.02.2026
პოლიტიკა

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 13 პირის პროცესიდან ადვოკატი გააძევეს

15:27; 11.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში – ვიდეო ადგილიდან

15:00; 11.02.2026
საზოგადოება

სეს-მა არალეგალური სასაკლაოები და კვერცხის საწარმო გამოავლინა

14:49; 11.02.2026
საზოგადოება

გამოიდარებს თუ არა უახლოეს დღეებში- მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

14:44; 11.02.2026
საზოგადოება

უკანონო ტყითსარგებლობის 127 ფაქტი გამოავლინეს

14:24; 11.02.2026
სამართალი

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მონაწილეობის ფაქტზე სამ პირს, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

14:15; 11.02.2026
ზაფრანი

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წლის თებერვლის ბოლო განსაკუთრებით წარმატებული იქნება

13:25; 11.02.2026
სამართალი

ავალიანის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მოზარდის ადვოკატი ადასტურებს, რომ პროკურატურის კადრებში მისი დაცვის ქვეშ მყოფია

13:02; 11.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026
0

“სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

11:17; 10.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო