ღამით თამარ მეფის გამზირზე მანქანით გადაადგილებისას გააჩერეს და დააკავეს ექიმი გიორგი ახობაძე.
ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე „პუბლიკას“ ეუბნება, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს.
ადვოკატის თქმით, პროტესტის ნიშნად ახობაძემ მშრალი შიმშილობა გამოაცხადა, ის ამბობს, რომ ნარკოტიკული ნივთიერება მას პოლიციამ ჩაუდო.
„თვითონ როგორც ამბობს, დაკავებისთანავე იგრძნო, რომ მარცხენა ჯიბეში ხელით ჩაუდეს რაღაც სახის ნივთიერება, რომელიც მერე რამდენიმე მეტრში რომ გადაიყვანეს, ააწევინეს ხელები, შემდეგ დაიწყეს ვითომ ოფიციალურ ჩხრეკა და ჩხრეკის დროს თითქოს მისი ნარკოტიკი, რომელიც რეალურად ჩაუდე, როგორც თვითონ მითხრა, ამოიღეს ჯიბიდან. ამ დროს., როგორც ახსოვს, არანაირი ვიდეო გადაღება არ მიმდინარეობდა. […] დიღმის იზოლატორშია, მე დილით მოვინახულე, შესაბამისად ამის ფონზე მითხრა, რომ დიდი პროტესტის გრძნობა აქვს, ამიტომ აცხადებს მშრალ შიმშილობას, შესაბამისად არა თუ საჭმელს, წყალსაც არ იღებს“, – ამბობს ადვოკატი.
წყარო: პუბლიკა