ცოტა ხნის წინ, ტრაგედია მოხდა ხობში, სოფელ ხეთაში.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, პაპანწყვილის ტბაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო. ინფორმაციას ადასტურებს ხობის მერიც.
დავით ბუკიას თქმით, ცხედარი უკვე ამოსვენებულია.
გარდაცვლილი, სავარაუდოდ, ზუგდიდის მკვიდრია.