ექსტრემალური ტემპერატურა, რომელმაც მთელი მსოფლიო ამ კვირაში მოიცვა, არის ახალი ნორმა მსოფლიოში კლიმატის ცვლილების გამო, ამბობს BBC– ის ინფორმაციით, გაეროს ამინდის სააგენტო.
როგორც ცნობილია, კვირას აშშ-სა და ჩინეთის ნაწილებში ტემპერატურამ 50C-ს (122F) გადააჭარბა.
მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ევროპაში სიცხე შესაძლოა აგვისტომდეც გაგრძელდეს.
მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში იმყოფება სიცხის შესახებ რეკომენდაციების ქვეშ, რადგან ოფიციალური პირები აფრთხილებენ სიცოცხლისთვის საშიში მაღალი ტემპერატურის გამო.
ორშაბათს მსოფლიოს დიდმა ნაწილმა ახლოდან დაინახა, როგორია ცხოვრება ექსტრემალური ტემპერატურის პირობებში.
”ექსტრემალური ამინდი – რომელიც სულ უფრო ხშირად ხდება ჩვენს დათბობის კლიმატში – დიდ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემებზე, ეკონომიკაზე, სოფლის მეურნეობაზე, ენერგიასა და წყალმომარაგებაზე,” – თქვა მსოფლიო მეტეროლოგიური ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა პეტერი ტაალასმა.
”ჩვენ უნდა გავაძლიეროთ ძალისხმევა, რათა დავეხმაროთ საზოგადოებას მოერგოს იმას, რაც, სამწუხაროდ, ახალ ნორმად იქცევა.
ის ხაზს უსვამს სათბურის გაზების ემისიების რაც შეიძლება სწრაფად და ღრმად შემცირების აუცილებლობას,_ თქვა მან.