ქართული ოცნების მერობის კანდიდატების ვინაობა ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში ცნობილია _ ოზურგეთში პაატა კუნჭულია, ჩოხატაურში მინდია ჟღერია და ლანჩხუთში ალექსანდრე სარიშვილი იყრიან კენჭს. სამივე მათგანის მხარდასაჭერი ბანერი გურიაში უკვე გამოიკრა.
პაატა კუნჭულია არის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, აკადემიური ხარისხის მიღების მიზნით (დოქტორანტურა) ERASMUS MUNDUS პროგრამის ფარგლებში „გარეთანამშრომლობის ფანჯარა“ (EM ECW) ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა საბერძნეთში, იყო ERASMUS MUNDUS პროგრამის სტიპენდიატი.
მინდია ჟღერია წლების განმავლობაში იყო ჩოხატაურის მერის მოადგილე და არის პარტია „ქართული ოცნების“ წევრი, რაც შეეხება ლანჩხუთის მერობის კანდიდატს ალექსანდრე სარიშვილს, ის მოქმედი მერია, რომელიც ორჯერ იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი და ახლა მესამედ ცდის ბედს.


































































