BBC-ის ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მას სჯერა, რუსეთის ლიდერი ცდილობს დაასრულოს უკრაინაში დაწყებული ომი და რომ “მნიშვნელოვანი ნაბიჯი” იქნება გადადგმული.
მან თქვა, რომ მისი შთაბეჭდილება ვლადიმირ პუტინთან ბოლო მოლაპარაკებებიდან იყო, რომ მას სურდა “ეს რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო”.
უკრაინამ ამ თვეში დაიბრუნა თავისი ტერიტორიის ნაწილი.
თურქეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ყველაფერი “საკმაოდ პრობლემურია” რუსეთისთვის.
ბ-ნმა ერდოღანმა გასულ კვირას უზბეკეთში გამართულ სამიტზე პუტინთან „ძალიან ვრცელი დისკუსიების“ შესახებ ისაუბრა.
ამერიკულ მაუწყებელ PBS-თან ინტერვიუში თურქეთის ლიდერმა თქვა, რომ ისეთი შთაბეჭდილება დარჩა, თითქოს რუსეთის პრეზიდენტს ომის სწრაფად დასრულება სურდა.
”ის რეალურად მაჩვენებს, რომ მზად არის რაც შეიძლება მალე დაასრულოს ეს”, – თქვა ერდოღანმა. “ეს იყო ჩემი შთაბეჭდილება, რადგან ის, როგორც ახლა მიმდინარეობს, საკმაოდ პრობლემურია.”
გამოცემის ინფორმაციით, ერდოღანი არაერთხელ ცდილობდა შუამავლობას ომის დროს, ხელს უწყობდა ნატოს წევრი თურქეთის „დაბალანსებულ“ პოზიციას, ხოლო ეწინააღმდეგებოდა დასავლეთის სანქციების რუსეთისთვის დაწესებას.