თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქვეყნის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები, ალი იერლიკაია და ილმაზ თუნჩი თანამდებობებიდან გაათავისუფლა, – ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, თურქეთის მთავრობამ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ცვლილებები ღამით განახორციელა. იუსტიციის სამინისტროს აკინ გურლეკი უხელმძღვანელებს, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე კი ერზურუმის გუბერნატორი მუსტაფა ჩიფჩი დაინიშნა.
მუსტაფა ჩიფჩი კარიერის განმავლობაში სხვადასხვა პროვინციის გუბერნატორის თანამდებობას იკავებდა. ბოლოს ის ერზურუმის გუბერნატორი იყო.

































































