ერევნის ცენტრში ფიზიკური დაპირისპირების დროს საქართველოს მოქალაქე დააკავეს.
როგორც სომხური მედია იუწყება, დაკავებულია ე.წ. კანონიერი ქურდი ვიტალი ავდიანი, რომელსაც კრიმინალურ წრეებში ვიტია ტბილისკის სახელით იცნობენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია მისი თანმხლები ოთხი პირიც, რომლებიც რამდენიმე მოქალაქის მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებაში მონაწილეობდნენ.
როგორც ცნობილია, ე.წ. კანონიერი ქურდის ავტომობილის ჩხრეკისას ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.