უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი Telegram-ზე განცხადებას ავრცელებს ქართველი მებრძოლების, მალხაზ კვიჟინაძის და ჯონი ოდიშვილის დაღუპვის შესახებ.
“სამწუხაროდ, ომი დანაკარგია.
ჩვენ ვკარგავთ ჩვენს გმირებს, ასევე მოხალისე მებრძოლებს, რომლებიც იბრძვიან უკრაინისთვის რუსული ბოროტების წინააღმდეგ. ასეთები იყვნენ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ვეტერანები მალხაზ კვიჟინაძე და ჯონი ოდიშვილი, რომლებიც თავდაცვის რიგებში იბრძოდნენ.
ოდიშვილი ბახმუტთან გარდაიცვალა, კვიჟინაძე კი – ლუგანსკის რაიონში. თვითმფრინავი დაღუპულთა ცხედრებით საქართველოში ჩავიდა, სადაც გმირებს დაკრძალავენ.
ჩემი სამძიმარი მათ ოჯახებს! ჩვენ გავიმარჯვებთ!
დიდება უკრაინას! _ წერს ერმაკი.
ინფორმაციისთვის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე სულ 47 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. რაც შეეხება ჯონი ოდიშვილის და მალხაზ კვიჟინაძის დაღუპვას, ამის შესახებ ინფორმაცია 25 ივნისს გავრცელდა.