https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    იური ლომაძე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ალბანეთის სარეიტინგო სერიების ბრინჯაოს პრიზიორია!

    ერთ-ერთი ტურისტული კომპანიის დირექტორი დააკავეს

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    „ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

    ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

    “მომიტევეთ, ბ–ნო ბიძინა, ერთი შენიშვნა უნდა შემოგბედოთ” – ჯანგირაშვილი

    “დაქირავებული მოზარეები” – გვარამია “ოცნების” სამძიმრის წერილზე

    “აიათოლას დაღუპვაზე უფრო მეტად, მოსკოვური ელიტა, დუბაის ცათამბჯენების დაბომბვამ დაზაფრა!” – კოტე კემულარია

    “ვიზების გაუქმების შიშით გამოვიყვანოთ ბიჭები სასაკლაოზე? კაციჭამიებო!” – მოროშკინა

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აიათოლა ხამენეის მეუღლე თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა – რა დეტალები ხდება ცნობილი

    ირანი: „აშშ-სთან მოლაპარაკებები არ იქნება“

    „უგუნური და დესტაბილიზაციის გამომწვევი საქციელია“

    დონალდ ტრამპი: არავის სჯერა, რა წარმატებას მივაღწიეთ, 48 ლიდერი ერთბაშად გაქრა

    ირანის პრეზიდენტი: ხამენეის მკვლელობა მსოფლიოს ყველა კუთხეში მუსლიმების წინააღმდეგ ღია ომია

    ისრაელის თავდაცვა: ირანის საპასუხო თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ეროსი მანჯგალაძის „პირველი ტყუილი“

4:08; 13.08.2017
სპორტი
Share on FacebookShare on TwitterEmail

გაგანია საბჭოთა კავშირის არსებობის წლებში გულშემატკივრები სპორტული მას-მედიის დიდი რაოდენობით განებივრებულები არ გახლდნენ. „ლელო“, „სოვეტსკი სპორტი“ და ყოველკვირეული „ფუტბოლ-ჰოკეი“. ფეხბურთის თაყვანისმცემლებს საჭირო ინფორმაციები ამ სამი გამოცემიდან უნდა მიეღოთ. ეს საკმარისი არ გახლდათ და ე.წ. „ჭორის ინსტიტუტი“ აქტიურად მოქმედებდა. დღეს ინფორმაციის ნაკლებობას აღარ განვიცდით  და ამა თუ იმ მოთამაშის პირად ცხოვრებას ისევე კარგად ვიცნობთ, როგორც ჩვენი ოჯახის წევრებისა ან ახლობლების.

დღევანდელ „სპორტულ მოგონებებში“ რამდენიმე ადრინდელი შემთხვევა უნდა გაგახსენოთ.

ძველი თაობის გულშემატკივრები ხშირად ამტკიცებენ, რომ ცნობილი ქართველი მსახიობი და სპორტული კომენტატორი ეროსი მანჯგალაძე რეპორტაჟების წაყვანისას მსმენელებს „სიურპრიზს“ არაერთხელ უწყობდა და თბილისის „დინამოს“ გატანილ გოლებს თამაშის დასასრულისთვის „ინახავდა“. ფეხბურთის მოყვარულებს კამათი ხშირად მოსვლიათ, ბატონმა ეროსიმ ეს „ოინი“ პირველად როდის გამოიყენა. ცოტა ხნის წინ ხელთ მსახიობის მოგონებები ჩამივარდა და ამ „საიდუმლოს“ ფარდა აეხადა. წერილის პირველი სტუმარი ეროსი მანჯგალაძე იქნება.

„1946 წელს, მაშინ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდა რადიოკომენტატორს, მოსკოვში მივლინებისას თბილისის „დინამოსა“ და ერთი იქაური გუნდის მთელი მატჩის რეპორტაჟი უნდა წამეყვანა.

დაიწყო შეხვედრა და მალე თბილისელებმა ანგარიშიც გახსნეს. გახსნეს და, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ვაუწყე ქართველ რადიომსმენელებს. წარმოვიდგინე მათი დიდი სიხარული – მოსკოვის იმ გუნდის დაჯაბვნა იოლი არ იყო. აი, თბილისელებმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანეს. რაღაც ეშმაკი შემიჩნდა, მოდი ამ ერთ ბურთს „შავი დღისთვის“ შემოვინახავ-მეთქი და მსმენელებს… არაფერი ვაუწყე! პირველი ტაიმი დასასრულს უახლოვდებოდა. ორი ბურთის უპირატესობა, რა თქმა უნდა, საგრძნობი იყო, მაგრამ რა იცოდნენ ამის შესახებ თბილისში. იქ ხომ ისევ იმ ერთადერთ ბურთს დაჰკანკალებდნენ. ტაიმი დამთავრდა. „ამხანაგო რადიომსმენელებო! ამით ვამთავრებთ პირველი ნახევრის რეპორტაჟს მოსკოვიდან. ანგარიშია 1:0 თბილისელთა სასარგებლოდ“.

და აი, დაიწყო მრავალტანჯული მეორე ტაიმი. სად ჰქონდა ამდენი ენერგია მოსკოვის გუნდს! მალე მან გაქვითა ერთი ბურთი. აქ „ოლიმპიური სიმშვიდე“ გამოვიჩინე და განვაცხადე: „ანგარიშია 1:1. ყველაფერი თავიდან იწყება“. ამასთან ბრძოლა კიდევ უფრო გამწვავდა და აი მოსკოველმა თავდამსხმელმა მეორე ბურთი გაიტანა. ახლა კი საშინლად შემეცოდნენ თბილისელები. ანგარიში თანაბარი იყო, მაგრამ მათ კი ეგონათ, რომ „დინამო“ აგებდა! შემეცოდა და „გამოვიყენე“ კიდეც 40 წუთის წინ „შენახული“ ბურთი. გულწრფელად განვაცხადე: „არა, თბილისელები არ აგებენ. ანგარიში თანაბარია – 2:2“.

ამ ორომტრიალში მეც საშინლად ავღელდი. კიდევ კარგი, რომ თბილისელებმა საოცარი თავშეკავება გამოიჩინეს და არ დაჰყარეს ფარხმალი. მალე მათ მესამე ბურთიც გაიტანეს. ეს უკვე გამარჯვება იყო – 3:2. მატჩიც სწორედ ასეთი ანგარიშით დასრულდა. დიახ, ყველაფერი კარგია, რაც კეთილად დამთავრდება.“

წინა საუკუნის 80-იან წლებში ქართველ გულშემატკივრებს შორის ერთი ისტორია ვრცელდებოდა – კომპოზიტორმა ვაჟა აზარაშვილმა ერევანში, „არარატის“ თაყვანისმცემელი კოლეგები საჯაროდ შეარცხვინაო. საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ამ ორ გუნდს და მათ თაყვანისმცემლებს შორის ყოველთვის განსაკუთრებული „ურთიერთობა“ არსებობდა. ვაჟა აზარაშვილმა პოპულარული სიმღერა „დინამო-დინამო“ 1976 წელს, თბილისელების მიერ საბჭოთა კავშირის თასის აღების შემდეგ დაწერა. იმ შეხვედრაში „დინამოელებმა“ ერევნის „არარატი“ გაანადგურეს – 3:0. სომხებს ეს სიმღერა მოსმენილი კი აქვთ, მაგრამ მისი შექმნის ჭეშმარიტი „ისტორია“ ალბათ არ იციან. ერთხელაც ბატონი ვაჟა ერევანში დაპატიჟეს.

„ერევანში დაგვპატიჟეს არამ ხაჩატურიანის 100 წლისთავზე. მოგეხსენებათ, იგი წარმოშობით თბილისელი იყო და 18 წლის ძმამ წაიყვანა მოსკოვში. სომხები დიდებულად შეგვხვდნენ: მოაწყეს ქართული, რუსული და სომხური მუსიკის კონცერტი. მერე წაგვიყვანეს რაზდანზე – კარგ რესტორანში. ქეიფის ეშხში რომ შევედით, იმათ დაიწყეს: ჩვენ გვახსოვს, რომ ახალ გახსნილ სტადიონზე აქ პირველად თბილისის „დინამომ“ მოგვიგო და ბურთი მანუჩარ მაჩაიძემ გაიტანაო. მე ვუთხარი, – ონ მოი დრუგ! მერე ილია დათუნაშვილის 5 გოლი გაიხსენეს „არარატის“ კარში. მე ვუთხარი, – ერთ ტაიმში შეაგდო, ონ ტოჟე მოი დრუგ! აღარ ვუთხარი, „არარატს“ რომ მოვუგეთ 3:0 მოსკოვში, მაშინ დავწერე „დინამო“-მეთქი.

სომხებთან სათასო შეხვედრაში ერთი გოლი „დინამოს“ მცველმა ფირუზ კანთელაძემ გაიტანა. ამ პიროვნების შესახებ თავის დროზე არაერთი ანეკდოტი ვრცელდებოდა, ისევე როგორც „დინამოს“ დანარჩენ მოთამაშეებზე. ჩვენი მომდევნო სტუმარი ბატონი ფირუზი გახლავთ, რომელიც ორ „სახალისო ისტორიას“ გაიხსენებს.

ალბათ გახსოვთ „გრასჰოპერსი“ – „დინამოს“ მატჩი და ფრანგი არბიტრი კიტაბჯანის უნამუსო მსაჯობა.

„უეფას თასზე ვთამაშობთ სტუმრად „გრასჰოპერსთან“. ძალიან საზიზღარი მსაჯი შეგვხვდა, ფრანგი კიტაბჯანი. ჯერ ხომ მთელი თამაშის განმავლობაში მოგვშალა ნერვებზე, მერე იყო და ასპროცენტიანი პენალტი არ მოგვცა შუაგულ ციურიხში.

ჩვენმა ბიჭებმა პროტესტი გამოხატეს, მაგრამ, როგორც იტყვიან: „მსაჯის სიტყვა კანონია, აღარ უნდა ლაი-ლაი“. მეტი რომ ვერაფერი მოვახერხე, ბოდიშს კი ვიხდი, მისი მიმართულებით… გავაფურთხე. იქვე ამ ამბავს არაფერი მოჰყოლია, რადგან წამის ამბავი იყო და ბევრს (მათ შორის, მსაჯსაც) არაფერი დაუნახავს და გაუგია.

თამაშის შემდეგ სასტუმროში ამ მატჩის ჩანაწერს ვუყურებთ. ხომ მოგეხსენებათ, რა პროპაგანდა იყო მაშინ საბჭოთა გუნდებზე და რას ვხედავ! ხაზგასმით დაუფიქსირებიათ ოპერატორებს ჩემი „უზრდელობის“ მომენტიც, მაგრამ აჩვენებენ შენელებულ რეჟიმში, თუ როგორ გავბედე გაფურთხება და 10-15-ჯერ გაიმეორეს, რაც ეკრანზე ასე ჩანდა: ეს ჩემი მსაჯის მისამართით გამოყოფილი ნერწყვის პატარა ბურთულა ამოდის ჩემი პირიდან, მიფრინავს მსაჯისაკენ, მერე ისევ ბრუნდება და ჩადის ჩემ პირში, ანუ იქ საიდანაც სტარტი აიღო.

მოკლედ, ვერავინ გაიგო, მე მივაყენე შეურაცხყოფა მსაჯს თუ პირიქით, რადგან საბოლოო კადრში ჩემი ნერწყვის ბურთულა საწყის ადგილს დაუბრუნდა.“

ერთხელ ფირუზ კანთელაძე გაქურდეს. სიტყვა „გაქურდეს“ ვიხმარეთ, მაგრამ ფეხბურთელის „ცარიელ და გაღლეტილ“ ბინაში წასაღები არაფერი აღმოჩნდა.

„ერთხელ, გასვლითი თამაში რომ გვქონდა რუსეთში, გამოვკეტე ჩემი „ცარიელი“ სახლის კარი და წავედი ორი დღით. ვაი იმ ჩამოსვლას, რომ დავბრუნდი. კარი ღია დამხვდა. შევედი და რას ვხედავ? – ყველაფერი არეულ-დარეული, ლეიბ-საბანი და ბალიში სულ დეტალ-დეტალ დაუმუშავებიათ. ყურადღება მიიქცია ქურდების მიერ მაგიდაზე დატოვებულმა წერილმა:

„ბატონო ფირუზ! – არ გვეგონა, თუ ასეთ გაჭირვებულ ფეხბურთელს ვძარცვავდით, როგორიც თქვენ ბრძანებულხარ. გიტოვებთ 10 მანეთს საჭმლისთვის, ერთი-ორი დღე გეყოფათ, მერე რამეს მოვიფიქრებთ, თუ არ დაგვიჭირეს მანამდე, თუ დაგვიჭირეს, შენით უნდა მოიპოვო შენი ლუკმა. პატივისცემით „ა“, „ბ“ და „შ“ – მეგობრები…“

ის ათი მანეთი დღესაც შენახული მაქვს.“

დღევანდელი მოგონებების დასასრულს კი ბატონ ნოდარ ახალკაცი-უფროსს გავიხსენებთ, ადამიანს, რომლის ხელშიც თბილისის „დინამოს“ საკუთარი ისტორიის განმავლობაში ყველაზე თვალსაჩინო წარმატებები ჰქონდა. ნოდარ ახალკაცი იმ პერიოდში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბრძანდებოდა. ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდი ესპანეთში რამდენიმე ამხანაგური შეხვედრის ჩასატარებლად ჩავიდა და ახალკაცი დელეგაციის ხელმძღვანელი ბრძანდებოდა. ამ „სტუმრობას“ რევაზ არველაძე მოგვიყვება:

„ბატონ ნოდარ ახალკაცთან ერთად ესპანეთში ვიყავით, დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. საქართველოს ნაკრებს ამხანაგური თამაში ჰქონდა დაგეგმილი მეორე დივიზიონის გუნდთან – „ალბასეტესთან“, რომელიც სატურნირო მდგომარეობით მოწინავე პოზიციაზე იმყოფებოდა.

თამაშს მინიმალური ანგარიშით ვიგებდით, მაგრამ მსაჯმა ჯერ ბლომად დრო დაამატა და შემდეგ ბოლო წუთზე ჯარიმა გამოიგონა მასპინძლების სასარგებლოდ. მოკლედ, სანამ არ გაგვითანაბრეს, არ მოისვენა.

მატჩის შემდეგ ბანკეტი გაიმართა, ყველანი ცუდ ხასიათზე ვართ, ფრეს გამო. საპატიო სტუმრებს შორის ჰანს მიულერიც იყო. უცებ ესპანელთა გუნდის პრეზიდენტი წამოდგა, რაღაც მოყვა და ხალხმა სიცილი დაიწყო. მისი ნათქვამი არ გადაგვითარგმნეს და უფრო დავიბოღმეთ, ალბათ, ჩვენ გაგვამასხარავაო. ახალკაცი ისეთ დღეშია, დანა პირს არ უხსნის. ბოლოს ქართველი სტუმრებიც გავახსენდით და ბატონ ნოდარს ეკითხებიან:

– თქვენ გამოცდილი სპეციალისტი ბრძანდებით და ჩვენი გუნდის მომავალზე რას იტყვით?

– მაშ, უმაღლეს ლიგაში აპირებთ გადასვლას, არა? – პრეზიდენტს გახედა ახალკაცმა.

– დიახ, ვაპირებთ.

– აბა, ჩემი რჩევაა, რომ დღისით ეგ ამბავი არ გამოგივათ, ღამე თქვენს მსაჯს ფანარი დააჭერინეთ და იქნებ, როგორმე გადაიპაროთ“.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სპორტი

ძიუდოისტი ლაშა ბექაური ტაშკენტის ,,გრანდ სლემის” ვიცე-ჩემპიონია

16:33; 1 მარტი, 2026
სპორტი

ლაზარე ჩხარტიშვილი საქართველოს 2026 წლის ჩემპიონი გახდა 11 წლამდე ასაკის ჭაბუკებს შორის

20:49; 28 თებერვალი, 2026
სპორტი

ჩოხატაურელ იუნკერთა ხსოვნის ტურნირი

12:14; 26 თებერვალი, 2026
სპორტი

გიორგი მიქაუტაძე ლა ლიგის თებერვლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

16:21; 25 თებერვალი, 2026
სპორტი

„გურიას“ ტესტი: ერთ „მერანს“ მოუგო, მეორესთან წააგო, ყოფილ კაპიტანთან ფრედ ითამაშა, ფოთელი ახალგაზრდები არ დაინდო…

11:38; 24 თებერვალი, 2026

2020 წლისთვის ამერიკელების სამ მეოთხედს ჭარბი წონა ექნება

უცნაური ფაქტები კოსმოსზე

ყველა სიახლე

ზაფრანი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

0:25; 4.03.2026
სამართალი

ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

23:54; 3.03.2026
საზოგადოება

იტალიაში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს

23:40; 3.03.2026
პოლიტიკა

საქართველოში ნიკოლ ფაშინიანის ვიზიტი დაიწყო

19:42; 3.03.2026
საზოგადოება

11 ქალაქში ტროტუარზე დგომისთვის ჯარიმა 100 ლარი იქნება, სხვა ქალაქებში კი – 10 ლარი

17:02; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026
საზოგადოება

“სპეციალური რეისები შესრულდება” _ საგარეო უწყება

13:59; 3.03.2026
საზოგადოება

ხანძარი ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში _ შსს განცხადებას ავრცელებს

13:23; 3.03.2026
საზოგადოება

საგზაო ნიშნებს ახალი ამკრძალავი ნიშანი დაემატა _ დამრღვევი 200 ლარით დაჯარიმდება

12:16; 3.03.2026
საზოგადოება

ახალი გადაწყვეტილება, რომელიც მხოლოდ 2026-2027 წელს იმოქმედებს – განათლების მინისტრის ბრიფინგი

12:01; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ იქნება იდეალური ქმარი

11:27; 3.03.2026
ზაფრანი

წყვილები, რომელმაც არასოდეს უნდა იქორწინოს ერთმანეთზე

11:24; 3.03.2026
ზაფრანი

რას აღნიშნავს თქვენი ბინის ნომერი

11:21; 3.03.2026
ზაფრანი

ვინ შეიძლება იქცეს მამაკაცისთვის  „თავის ტკივილად“

11:18; 3.03.2026
ფეისბუქსტატუსები

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

„ამნეზია კი არ მაქვს, დებო და ძმებო, მოთმინება და საღი აზრი მაქვს“ – ნიკა გვარამია

15:29; 3.03.2026
0

ესაა, გული ამოგაგლიჯოს ვიღაცამ” – მაჩალიკაშვილი

10:47; 3.03.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო