იუსტიციის სახლთან, სადაც ეროვნული ბანკის ოფისიც მდებარეობს, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
აქციაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისები და მოქალაქეები იკრიბებიან. ისინი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს უფლებას აძლევს, წვდომა ჰქონდეს მის საბანკო ანგარიშებზე.
ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი დღეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილ საპროტესტო აქციასაც შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, დღეს ეროვნული ბანკი სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა. თანამდებობიდან გადადგა პრეზიდენტის მრჩეველიც, გიორგი ბაქრაძე.
ამის მიზეზი კი ნათია თურნავას მიერ 19 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილებაა გახდა, რომლის მიხედვითაც ოთარ ფარცხალაძეს, საერთაშორისო სანქციების მიუხედავად, მის ფინანსურ ანგარიშებზე წვდომა აღუდგა.