უხვი ნალექისა და ძლიერი თოვლის შედეგად საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში დაზიანდა რიგი უნიკალური მცენარეები და მნიშვნელოვანი ექსპონატები.
“სტიქიურმა მოვლენამ ბაღის ინფრასტრუქტურასა და კოლექციებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა.
ამ ეტაპზე ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაცია და ბაღის შესაბამისი სამსახურები სრულად მობილიზებულია – მიმდინარეობს დაზიანებული ტერიტორიების გაწმენდა და უსაფრთხოების ზომების შემუშავება.
სამუშაოების დასრულებისთანავე ის უბნები, სადაც ამჟამად გადაადგილება დროებით შეზღუდულია, ეტაპობრივად დაუბრუნდება ჩვეულ სამუშაო რეჟიმს”,_ აცხადებს საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი.





























































