კანადის დედაქალაქ ოტავაში, მეტად სახალისო ლიტერატურული კონკურსი გაიმართა. მსოფლიოს 12 ქვეყნიდან მიწვეულ ახალგაზრდა პოეტებს დავალება მიეცათ, რომ მსოფლიოში ცნობილ პოლიტიკოსებზე ერთ საათში შეექმნათ იუმორისტული შინაარსის ლექსები.
კონკურსანტების უმეტესობის შთაგონების წყარო, განსაკუთრებით ორი ცნობილი პოლიტიკოსი: ამერიკის პრეზიდენტი – დონალდ ტრამპი და რუსეთის პრეზიდენტი – ვლადიმერ პუტინი აღმოჩნდა.
კონკურსში 21 წლის ამერიკელმა გოგონამ – ვინმე ლინდა ბერვუკმა გაიმარჯვა, რომელმაც დონალდ ტრამპზე 5-სტროფიანი ლექსი დაწერა.
კონკურსის გამარჯვებულს 4 ათასი, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ მონაწილეებს კი, შესაბამისად ორი და ათასი დოლარი მისცეს. კონკურსის ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ ეს სახალისო წამოწყება მომავალშიც გაიმართება და უფრო ბევრი მონაწილის დაინტერესებას შეძლებენ.