დღეს ქალაქ თბილისში, ბათუმსა და თელავში პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას ინიაციტივით გაიმართა.
“პირველ რიგში, ეს არის სოლიდარობის აქტი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ადგილზე იბრძვიან ამ სრულიად საზიანო ჰესის აშენების წინააღმდეგ. წარმოუდგენელია ისეთი სიმდიდრე, რომელიც არის ბახმარო ვინმემ მაფიოზურად აიღოს და ჩადგას ჰესი. შესაძლოა, ისეთი ადგილების მონახვაც, სადაც ბუნებრივი ზიანი ამ მასშტაბის არ იქნება. ამ სოლიდარობის გამოსახატად ბათუმში, თელავსა და თბილისში ვაგროვებთ ხელმოწერებს პეტიციისათვის და აუცილებლად გავაგრძელებთ ბახმაროს დაცვას”, – აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.
ჟურნალისტებთან საუბრის დროს ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ მსგავსი აქციები კიდევ გაიმართება.