გურიის სამხარეო ადმინისტრაციამ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ერთად ვაკეთოთ სიკეთე“ საქველმოქმედო აქცია გამართა.
აქციის ფარგლებში, გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ, ოზურგეთში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ბავშვებს, მოადგილებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად საჩუქრები გადასცა.
„თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და სწორედ ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ თქვენს კეთილდღეობაზე. ჩემო პატარებო, ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. გისურვებთ ნათელ მომავალს, ლაღ და ლამაზ ცხოვრებას“- უთხრა ბავშვებს მერაბ ჭანუყვაძე.
ღონისძიება გუბერნატორის ადმინისტრაციისა და მაღაზიათა ქსელ “ჭიტას” ორგანიზებით მოეწყო.
(R)