ერთგულმა ბარათმა ელ კლასიკოს 2 ბილეთი გაათამაშა. გათამაშება 1 იანვრიდან დაიწო, 23 აპრილს კი გამარჯვებული – თამარ კალანდაძე – გამოვლინდა.
პირობის თანახმად, მოიგო მან, ვინც ერთგულის პარტნიორ სპორტულ მაღაზიებში ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. გამარჯვებულმა მატჩის ბილეთებთან ერთად, სასტუმროსა და მგზავრობის ხარჯების დასაფარად 5000 ერთგული ქულა მიიღო.
თამარი ესპანეთში მეუღლესთან ერთად გაემგზავრება. „ძალიან გახარებული ვარ. ვიცოდი, რომ გათამაშება ტარდებოდა, თუმცა მოგება მაინც მოულოდნელი იყო” – ამბობს გამარჯვებული. (R)