ორიგინალური ფაუნით გამორჩეულ ჩრდილოეთ ავსტრალიაში ბინადრობენ ე.წ. “ტალავერის” ფრინველები. მათ შორის, განსაკუთრებით გამოირჩევა “ტალავერის დიდი ფრინველი” (ანუ ქლამიდერა).
მამალი ქლამიდერას მთავარი სიამაყე მისი კეფაზე წამოფოფრილი ვარდისფერი ქოჩორია, რითაც იგი მშვენიერი სქესის წარმომადგენელთა ყურადღებას იპყრობს.
დედალი ქლამიდერები ცალკე ცხოვრობენ, ბუდეები კარგად აქვთ შენიღბული და “ახალგაზრდების აღზრდით” არიან დაკავებული, მამლები კი მათ მოსახიბლად, მთელი წელიწადი “ფართო აპარტამენტებს” – ტალავერებს აშენებენ დაცულ და თვალს მიფარებულ ადგილზე.
რაც მთავარია, “სასახლის” შესასვლელში, მამალმა თავის რჩეულს ფერხთით უხვად უნდა დაუყაროს “თვალ-მარგალიტიც” – ფერადი კენჭები, შუშის ნამსხვრევები, ნიჟარები, ათასგვარი ბრჭყვიალა ნივთი…
თუმცა დედლების არჩევანს მხოლოდ სამკაულის რაოდენობა არ წყვეტს – მთავარი მაინც თავად ტალავერის სილამაზეა. ამიტომ წამოჩიტული მამლები, სანამ საკუთარი ტალავერის მშენებლობას შეუდგებიან, ძველი ნაგებობების “დიზაინს” დიდი ყურადღებით სწავლობენ…