ღაზაში, ერთ დღე-ღამეში 436 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ცნობილი ჯანდაცვის უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით ხდება.
ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ დაღუპულთა რიცხვი 7 ოქტომბრის შემდეგ გაიზარდა 5087-მდე – რაც გუშინდელ მონაცემთან შედარებით 436-ით მეტია.
მათი თქმით, ეს მოიცავს 2055 ბავშვს, 1119 ქალს და 217 მოხუცს. დაშავებულია 15273-ზე მეტი ადამიანი.
ცნობისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს, ისევე როგორც სხვა სამთავრობო უწყებებს ღაზას სექტორში, აკონტროლებს ჰამასი.