,,სამი დღეა არაფერს ვწერ არც ისრაელზე, არც საქართველოზე არც ევროპაზე… არაფერზე.
დასაწერის მეტი რა მაქვს მაგრამ…
უბრალოდ ერთ რამეს გთხოვთ ამდენ ექსპერტს და გაითვალისწინეთ რაა
1. ღაზაზე რომ ილაპარაკო და “ანალიტიკები” აკეთო ერთხელ მაინც უნდა იყო იქ ნამყოფი.
2. მუსულმანური ტერორიზმი არ არსებობს. ისლამი იმაზე მეტად პაციფისტური რელიგიაა ვიდრე ბუდიზმის ფილოსოფია, ხამასს არც რელიგიასთან და არც ჰუმანიზმთან არაფერი საერთი არა აქვს. ესაა გარეწარ სექტანტთა გაერთიანება რელიგიას ამოფარებული.
სულ ეს მინდოდა ამჯერად მეთქვა,
ხო კიდევ. ისრაელი ჩემი სამშობლოსავითაა, ძალიან ბევრი რამ მაკავშირებს ამ ქვეყანასთან პროფესიითაც და ისეც..” _ წერს სოციალურ ქსელში საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხახე.