“ქართული ოცნების” დეპუტატის, ირმა ზავრადაშვილის თქმით, ის და მისი ოჯახი ყველანაირი სანქციებისთვის მზადაა.
“საქართველოს ისტორიაში ქვეყნის გამთლიანებისთვის და ქვეყნის კეთილდღეობისთვის ხალხი თავს სწირავდა და ერთ სანქციებს როგორმე ჩვენც ავიტანთ. ჩემი ოჯახი და “ქართული ოცნების” ყველა ლიდერის ოჯახი მზად არის იმისთვის, რომ ამ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ყველაფერი აიტანოს“, _ თქვა დეპუტატმა.
ზავრადაშვილი ამბობს, „ოცნება“ ”არავითარ შემთხვეაში“ არ აპირებს, უარი თქვას „გამჭვირვალობის“ კანონზე.