ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში მომხდარ ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი მხიმედ დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
გარდაცვლილი,სავარაუდოდ, 55 წლამდე ასაკის ქალია. რაც შეეხება დაშავებულებს, ისინი სასწრაფო -სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სენაკისა და ხობის კლინიკებში გადაიყვანეს.
ექიმების ინფორმაციით, მათი მდგომარეობა მძიმეა. რა გახდა ავარიის მიზეზი, უცნობია.
ავტორი