გურიაში, ოზურგეთის ბაზარზე წაბლი გამოჩნდა. საადრეო ჯიშია, შემოვიდა უკვე. მალე საგვიანო ჯიშიც შემოვა. ერთი კილოგრამი შვიდი ლარი ღირს, _ გვითხრეს მიმღებმა ოპერატორებმა.
_ დღეს ერთი კილოგრამი, ღია წითური ფერის, ცხენისწაბლას რომ ეძახიან, 6 ლარად ჩავაბარე. მუქი ფერის წაბლი შვიდი ლარი ღირს ერთი კილოგრმი. მაინც კმაყოფილი ვარ, _ გვითხრა ოზურგეთელმა მაყვალა კეჭაყმაძემ.
_ წაბლს სიმძიმე სამჯერ მეტი აქვს თხილზე და ფასიც ამდენითვე მეტი. ნეტა, ბევრი მქონდეს. სულ ოთხი ძირი მიდგას, _ გვითხრა კეჭაყმაძემ.
_ ეჰ, ნეტაი, წაბლად გაქცია, თხილო, შე ძირგასახმობო, _ ჩაილაპარაკა თხილის მიმღებმა გურიის ქუჩაზე და „მაი არ ჩაწერო, ახლა, აქ ჩასაფრებული ნუ დგახარ, ხანდახან ჩვენც ვღიღინებთ. გავწყდით წელში ტომრების თრევითო“, _ შემოგვცინა.
ავტორი




























































